ხაშურში ძაღლმა 2 ადამიანი დაგლიჯა

ხაშურში ძაღლმა 2 ადამიანი დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მოზაიკა მოქალაქეზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე 19 დეკემბერს მოხდა.

გამოცემის ცნობით, ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ჭრილობების დამუშავების შემდეგ, ისინი თავს კარგად გრძნობენ

მსგავსი თემები