,,რასაც 10 წლის განმავლობაში ახერხებენ – თამაშობენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ნერვებზე იმით”- შალვა პაპუაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”

,,გახსოვთ რომელიმე წელი, რომელიმე თვე, კვირა, დღე, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთის თემით საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს,,საფრთხე საგარეო ორიენტირის შესახებ, რაზეც ოპონენტები,”- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლები, მუდმივად ცდილობენ გამოიწვიონ უიმედობა, ფრუსტრაცია, გაღიზიანება და საკუთარი ხელისუფლება შეაზიზღონ საზოგადოებას.

,,გახსოვთ რომელიმე წელი, რომელიმე თვე, კვირა, დღე, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთის თემით საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს? ესაა, რასაც ისინი 10 წლის განმავლობაში ახერხებენ – თამაშობენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ნერვებზე იმით, რომ გარკვეული კონსპირაციული თეორიები შემოაქვთ, თითქოს, რუსეთის პროექტია, მთლად რუსეთია ხელისუფლებაში და ა.შ. ან როგორ არ იღლებიან ამდენი ტყუილით და მანიპულაციით. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, ეს არის ადამიანის ნერვებზე ყოველწუთიერი, დაუღალავი თამაში. ეს იწვევს საზოგადოებაში ფრუსტრაციას, უიმედობას.

ესაა მათი მიზანი – გამოიწვიონ უიმედობა, ფრუსტრაცია, გაღიზიანება, საკუთარი ხელისუფლება შეაზიზღონ საზოგადოებას, რასაც, საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ. ყოველი არჩევნები ამის დასტურია. ისინი აცდენილები არიან ქართველი ხალხის ნებას. ბოლო პროტესტის აგორების მცდელობაშიც ვნახეთ, რომ იმდენად აცდენილები არიან ქართველი ხალხის ნებას, ყოველ ჯერზე ზურგს აქცევს დემონსტრაციულად,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ,,პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი თქმით, ის თუ, როგორც იქცევიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის არა პროცესის ბოიკოტი, არამედ, პროცესის საბოტაჟი.

„საპარლამენტო ოპოზიციას თუ შევხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს არის ერთი გუნდი, მათი მხრიდან ჩვენ ვხედავთ საბოტაჟს საქართველოს ევროპული მომავლის, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, ვინაიდან ამ 12 პრიორიტეტში ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტია ინკლუზიურობა თავად პროცესის, რომ ყველა იყოს ჩართული და იმით, რომ ისინი არ ერთვებიან ამ პროცესში, საბოტაჟს უწყობენ ევროკავშირის თვალში ამ პროცესს, ვინაიდან შეიძლება ევროკავშირმა შეხედოს და ნახოს, რომ პროცესი არ არის ინკლუზიური და ეს გარკვეულწილად ნაკლად ჩაუთვალოს ამ პროცესს, მიუხედავად შინაარსისა ამ პროცესის. ამიტომ ეს არის ტიპური საბოტაჟი საქართველოს ევროპული მომავლის,”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები