,,თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსის და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, ევროპარლამენტარებს ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ.

,,მაგალითად, კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ მართალია, ევროკავშირი შეიქმნა სუვერენული სახელმწიფოების პრინციპის საფუძველზე, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები რასაც ვიტყვით, ის ხელისუფლება უნდა აირჩიოთ და არა ის, ვინც თქვენ გინდათ, ეს არის ევროპული ღირებულებაო. კუბილიუსისთვის ევროპული ღირებულება და სუვერენიტეტი სხვანაირია, როცა ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების დამცველი. მისთვის ეს არის ევროპული ღირებულებები.

ქართულმა საზოგადოებამ იცის, რა ნიშნავს ევროკავშირი, რომელიც სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებით შეიქმნა. ცუდი და სამწუხარო რა არის, იცით? – თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო. არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის ანუ თავისუფალი სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა. როგორ გგონიათ, რუსეთის ფედერაციასთან რატომ გვაქვს პრობლემა? – იმიტომ, რომ ჩვენს სუვერენულ საქმეებში ერევიან და ერეოდნენ. თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, იმიტომ რომ ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

მსგავსი თემები