შიმშილობა სააკაშვილის მხარდასაჭერად – „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს. სამმა დეპუტატმა შიმშილობა გამოაცხადა იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ. დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულა ისმალოვი ამ ფრომით მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ. არ არის გამორიცხული, მათ სხვებიც შეუერთდნენ.

პროტესტის პირველი სიგნალი კი ბათუმიდან იყო. აჭარის უმაღლესი საბჭო „ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა.

„არ ვაპირებთ  კაბინეტებიდან სააკაშვილის სიკვდილით დასჯის ყურებას”-ამბობენ დეპუტატები, რომლებიც ბრძოლას  სააკაშვილის გადასარჩენად ქუჩაში აანონსებენ.

 

მსგავსი თემები