უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს

მოპოვებული მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი და მისი მეგობარი ჯარისკაცი ალექსეი ჩერნიშოვი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს 13 მარტს, კიევთან ახლოს მდებარე ტყეში,- აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციას, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  ჩატარებული გამოძიების საფუძველზე ავრცელებს.

ლევინი ტყეში სავარაუდოდ თავისი დრონის დასაბრუნებლად შევიდა, რა დროსაც ის ოკუპანტებმა შენიშნეს. ორგანიცზაციის ცნობით, სიკვდილით დასჯას სავარაუდოდ წინ უძღოდა წამება და დაკითხვა.

„დანაშაულის ადგილის ამსახველი ფოტოების ანალიზი, ასევე, ამოღებული მატერიალური მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს სიკვდილით დასჯაზე, რომელსაც სავარაუდოდ წინ უძღოდა დაკითხვა და წამებაც კი“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი.

 

მსგავსი თემები