საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ეწვევა

22-25 თებერვალს, საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

მისი ვიზიტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ხორციელდება. ანდერს კნაპე საქართველოში კონგრესის გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან ერთად ჩამოვა და შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და ხელისუფლებების წარმომადგენლებთან.

სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო 2018 წლის მონიტორინგის შედეგად კონგრესის მიერ გაცემული რეკომენდაციების საპასუხოდ.

სხვა განსახილველ საკითხებს შორის იქნება მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, კონგრესის თანამშრომლობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) და კონგრესის თანამშრომლობის პროგრამები ქვეყანაში.

მსგავსი თემები