საქართველოს იეზიდთა თემის სასულიერო პირები  საპატრიარქოს მხარდაჭერას უცხადებენ 

  •  

საქართველოს იეზიდური თემის სასულიერო პირები უერთდებიან საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას მარიხუანის კულტივაცია – მოყვანასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ თუნდაც ისეთი მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერების წარმოება, როგორიც არის კანაფისი და მისი კულტივაცია ქვეყანაში, ხელმისაწვდომს გახდის მას მოზარდებისთვის.

მათი ინფორმაციით, საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება და გაავრცელა ის სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორის, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში, იზიარებენ თუ არა ისინი საპატრიარქოს პოზიციას და სულისკვეთებას.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე იეზიდური თემის წარმომადგენელმა აგიტ მირზოევმა განაცხადა, ​მარიხუანის წარმოება – კულტივაციის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის. არსებობს ინფორმაციის დეფიციტი, თუ რას ნიშნავს ლეგალიზაცია, რა რეგულაციები დაწესდება და სხვა.

“ჩვენი თემის წარმომადგენელი სასულიერო პირები გუშინ განიხილავდნენ საკითხს, შეუერთდნენ საპატრიარქოს პოზიციას, რომელიც მარიხუანის ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება”, – აცხადებს აგიტ მირზოევი.

მსგავსი თემები