” ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ” – „დოიჩე ველე“

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, გერმანიის მთავრობამ მიმართა საფრანგეთს, შვედეთსა და სხვა ევროპელ პარტნიორებს ბუნდესვერის შედეგების დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარების თხოვნით.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, საფრანგეთისა და შვედეთის სპეციალურ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს გერმანიაში მიღებულ შედეგებს.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

მსგავსი თემები