„ორივე “გირჩს” “წმინდა პალიკოს” მეოხებით არ “გაუჭირდება” გახარიას აღმსარებლობა მიიღონ  – გამოიყვანეთ ახალგაზრდები და მიეცით მეტი თავისუფლება“ – ზურაბ ნადირაძე

“ის დეპუტაცია, ვინც შევიდა, დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილს მომავალ არჩევნებზე გახარიას ამფსონებად ყავს მოაზრებული, ვაშაძე მცირეს ცოლის ბიძის ვანო ჩხარტიშვილის დირიჟორობით,” – ასე აფასებენ, დოკუმენტზე ხელის მომწერები ოპოზიციის იმ ნაწილის ქმედებას, როლებიც პარლამენტში  შესვლას აპირებენ:

„პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე თვლის, რომ  ელისაშვილი „მყარად ჩამხტარია იმ ნავში, ორივე “გირჩს” “წმინდა პალიკოს” მეოხებით არ “გაუჭირდება” გახარიას აღმსარებლობა მიიღონ:“

„რაც შეეხება, ოლიგარქების ამბავი ყველას კარგად მოგვეხსენება, “თემებს დაულაგებენ” და ელისაშვილზე მოწყვლადი ეგენი გახდებიან

დავით ბაქრაძეს, როგორც ჩანს “აუმუშავეს” 2013 წელს აღმოჩენილი იმ ყბადაღებული 850 ათასიანი ტრანზაქციის სანაცვლოდ დაკიდებული “მექანიზმები”, რაც აქამდეც მისი საეჭვო რეიტინგის გადამკიდე, ისედაც დიდ ეჭვებს ბადებდა, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე მისთვის დაწერილი არაფრისმომცემი 10,7 % -საპარლამენტოში დაწერილ 3,8 %-თან შედარებით, რომელიც თავად ბოკერიასაც ვერ აუხსნია (ახლაღა ახსნა).

ოცნებაგამოვლილ შავგულიძეზე და ახვლედიანზეც ნუ “ვიდარდებთ” შესანიშნავად შეერწყმევიან გახარის გუნდს, მეტიც “ფერი ფერსა მადლი ღმერთსო” ეგრე იქნებიან, მე ამ ორის იმ ადამიანის გუნდში ყოფნა უფრო მაკვირვებდა, ვინც გაკვირვებული დატოვეს სამწუხაროდ.

სამადაშვილის და გრიგოლის (ვაშაძე უფროსი) საპარლამენტო თბილი სკამებისკენ სწრაფვა პირველი ნოემბრიდანვე ნათელი იყო და ვფიქრობ სამადაშვილისთვის ბოლო საპარლამენტო ოდისეა იქნება, მომავალი მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამნახევარი წელი.

ვაშაძე მცირეზე ყველაფერი ისედაც დიდი ხნის წინ ნათელი იყო და სიდედრის ძმის ჩხარტიშვილის მფარველობა და ზემოდან ნაბოძები სიკეთე სიბერემდე გაკეთების გარანტიას აძლევს და რატომ უნდა გაფლანგოს, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა.

რესპები რომ ნახევარ მანდატსაც არ დათმობდნენ ნაცებს თავიდანვე უნდა სცოდნოდათ.

პ.ს. მოკლედ კადრებში გვიჭირს კადრებშიიი!!! იმ დიდმა ოპოზიციურმაც ბევრი შეცდომები დაუშვა კადრებში და სიებში, გამოიყვანეთ ახალგაზრდები და მიეცით მეტი თავისუფლება, მერე მეორე კიდევ, ვინც პატრიოტი და მებრძოლი ჯგუფი საკუთარი ინიციატივით გამოჩნდება, ყველას მიშასთან ნუ დაარბევინენებთ, მეტი დამოუკიდებლობა მიეცით ასეთ ხალხს, მეტი დამოუკიდებლობა!!!“ – წერს ზურაბ ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები