ერდოღანი ისევ იმუქრება, რომ ნატოს გაფართოებას გაყინავს

თურქეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთისგან პირობის შესრულებას ისევ ითხოვს. თუ ეს ორი ქვეყანა თურქეთის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი ნატოს წევრები ვერ გახდებიან.

საუბარია ტერორისტების თურქეთში ექსტრადირების თემაზე. შეგახსენებთ, რომ ერდოღანი ამ ორ ქვეყანას თურქი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავყინავთ პროცესს, თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ შვედეთს არ აქვს კარგი იმიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი.

ფინეთმა და შვედეთმა პირობა დადეს რომ აღნიშნული საკითხი მოგვარდებოდა. პრობლემასთან დაკავშირებით თურქეთში ნატოს გენერალური მდივანიც ი ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტს შეხვდა.

მსგავსი თემები