რუსული მხარე ფიქრობს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე რისკი არსებობს

​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაბომბეს. მსოფლიო რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო ძალებმა დატოვონ ელექტროსადგურის ტერიტორია. რუსეთის ელჩი გაერო-ში კი აცხადებს, რომ დემილიტარიზაცია შეუძლებელია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებისა და ტერორისტული თავდასხმების რისკი შეიქმნება… არავინ იცის, რა იქნება მათი მიზნები და ამოცანები. არ გამოვრიცხავთ პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს ელექტროსადგურზე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ”, – ასეთია ვასილი ნებენზიას განცხადება, რომლითაც მან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებას უპასუხა.

გუტიერეშმა კი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ ისაუბრა.

ვასილი ნებენზია ითხოვს, გუტიერეშმა განმარტოს, რას გულისხმობს „დემილიტარიზაციის პერიმეტრში“.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, ის რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება“ – უკრაინული მხარე

მსგავსი თემები