ცალ თვალზე ხელის აფარებისთვის, მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოხატვისთვის, რუსეთში, ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს. საუბარია საბა ილურიძესა და რეზი ბროძელზე.

მორაგბეებმა, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო ცალ თვალზე ხელის აფარებით იზეიმეს. შედეგად გუნდ „სლავაში“ მოასპარეზე ორივე მორაგბე კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდიდან გააძევა.

მორაგბეები თბილისში ხვალ ჩამოდიან.

მსგავსი თემები