თბილისის ზღვის დასასვენებელი ზონა დასუფთავდა

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფისა” და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ერთობლივი ინიციატივით, თბილისის ზღვის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. სამუშაოები  „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით განახორციელეს. ტერიტორიის დასუფთავებაში მოხალისე ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქში არსებული მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, მოსახლეობას, რომელიც აქტიურად სტუმრობს თბილისის ზღვის დასასვენებელ ზონას, დისკომფორტს უქმნიდა ტერიტორიაზე არსებული ბალახით დაფარული ნაწილი, ტერიტორია გაითიბა და დასუფთავდა.

მსგავსი თემები