,,რაც უფრო მეტს ისაუბრებს უსამშობლო ოპოზიცია ბოიკოტზე, არეულობაზე, უფრო მეტად წარმოაჩენს თავის სახეს”- რატი იონათამიშვილი

,,რაც უფრო მეტს ისაუბრებს უსამშობლო ოპოზიცია ბოიკოტზე, არეულობაზე, ქაოსსზე, მით უფრო მეტად წარმოაჩენს თავის რეალურ სახეს, რომ უნიათო და უსამშობლო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური გაკოტრების, თვითდაზიანების და თვითგანადგურების პროცესშია.

„ცხადია, ამ ლუსტრირების პროცესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შედეგი მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მანამდე იყო. ესენი ფაქტობრივად შედიან პოლიტიკური გაკოტრების, თვითდაზიანების და თვითგანადგურების პროცესში, მაგრამ ესეც ბუნებრივია, რადგან უსამშობლო პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან ჩვენ სხვას არაფერს უნდა ველოდოთ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები