მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა დატოვა

ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა და 10 985-მა მანქანამ დატოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით , ევაკუირებული ადამიანებიდან 35 491-ია ოფიციალურად რეგისტრირებული.

მისი თქმით, სომხეთში ევაკუაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხალხის დიდი ნაკადის გამო, რიგებია.

“7:00 საათის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაყვანილია 38 სამედიცინო პაციენტი – ჯამში, სომხეთში ტრანსპორტირებულია 349 პაციენტი, როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო გზით”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

 

მსგავსი თემები