ხანძარი ქორწილში – არიან დაღუპულები

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა ერაყის ნინევეს პროვინციაში, ჰამდანიას რაიონში საქორწილო წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად.

ხანძარი ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ღონისძიებების დარბაზში მას შემდეგ გაჩნდა, რაც დღესასწაულის დროს ფოიერვერკი აანთეს. შემთხვევის დროს დარბაზში ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, შენობა აალებადი სამშენებლო მასალებისგან იყო აგებული, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფ დაწვას.

რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

მსგავსი თემები