მაკრონი შეეცადა ოფიციალური სახე არ მიეცა ზურაბიშვილთან შეხვედრისთვის და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო – კობახიძე

“მაკრონი მაქსიმალურად შეეცადა, ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიეცა იმ შეხვედრის, რომელიც შედგა ზურაბიშვილთან და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო” – ამის შესახებ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ცდილობენ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს უხერხულობა არ შექმნან, “თუმცა უხერხულობა მაინც სახეზეა.”

,,თქვენ ნახეთ შტაინმაიერის რეაქცია იმპიჩმენტის აღძვრაზე. მას აღარ გაუპიარებია აქტიურად ის შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, ერთი პატარა ვებგვერდის ჩანაწერით შემოიფარგლა, ეს იყო და ეს და რამდენიმე ფოტო გავრცელდა..მაკრონი მაქსიმალურად შეეცადა, ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიეცა იმ შეხვედრის, რომელიც შედგა ზურაბიშვილთან  და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო, რომელიც შემდგომ გავრცელდა…მაქსიმალურად ცდილობენ, რა თქმა უნდა, ევროპელი ლიდერები, რომ ეს უხერხულობა ბოლომდე მაინც არ შექმნან, თუმცა უხერხულობა მაინც სახეზეა. პრეზიდენტი, ყველა შემთხვევაში, როდესაც ხვდება პრეზიდენტის რანგში სხვა, უცხო ქვეყნის პრეზიდენტს ის ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და ამას აკეთებს კონსტიტუციის დარღვევით, რაც ესმით ბუნებრივია შესაბამისი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, მათ აქვთ საამისო გამოცდილებაც ინფორმაცია, ცოდნა და ანალიზის უნარი”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები