“ჯობია მე წავიდე” – ნიკა გვარამია

“ჩემი განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული, სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი,” – აღნიშნული განცხადება, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას ადგილს, ადვოკატი პაატა სალია დაიკავებს. 

გვარამიას განცხადებით, მისი განთავისუფლება, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან შეუძლებელია და კონტრაქტის ბათილობა, მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება.

“ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. მარტივად აგიხსნით რატომ. ჩემი კონტრაქტი, ჩემივე მოთხოვნით, შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი განთავისუფლების. კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან მეორე ხარისხოვანია. ჩემი მუშაობის პერიოდში, ქიბარ ხალვაში არ იყო დამფუძნებელი. ვინც იყვნენ დამფუძნებლები მომცეს ეს გარანტია. ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი და ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება ცხადია. ჩემი განთავისუფლება არის შეუძლებელი. ერთადერთი შემთხვევა, როცა მე უარს ვიტყვი ამ კონტრაქზე და წავალ ამ კომპანიიდან ჩემი ნებით და არა ქიბარ ხალვაშის ან ხელისუფლების ნებით, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, თანამშრომლების დამოკიდებულება ამგვარი, რომ ჯობია მე წავიდე. თუ მათ ასეთი დამოკიდებულება ექნებათ, ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებ. სხვა შემთხვევაში, ნიკა გვარამიას აქედან ვერ გაუშვებთ. ეს კონტრაქტი დაიდო ზუსტად იმიტომ, რომ მე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული არანაირ დამფუძნებელზე საერთოდ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ დადასტურდა. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, 

მსგავსი თემები