გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში მოკლული ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაურია

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის მეგობარმა მამაკაცმა გაიმეტა.

ირკვევა, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ,  მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი.

მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

,,საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები