პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში სამშაბათს დილით ჩავიდა.

ვეყნის სახელმწიფო მედია KCNA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის ლიდერს თან ახლავს პარტიის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წამყვანი თანამდებობის პირები.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, იქნება მოლაპარაკება დელეგაციებს შორის, ასევე პირისპირ შეხვედრა და ოფიციალური ვახშამი კიმ ჩენ ინის პატივსაცემად.

“ეს სრულფასოვანი ვიზიტი იქნება”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

მსგავსი თემები