ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი.

ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 300 ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთის ქალაქ დერნაში, 6000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში ძლიერმა წვიმებმა ორი კაშხლის ჩამონგრევა გამოიწვია, ამის შედეგად კი წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა.

წყალდიდობის შედეგად ჩაიძირა ათობით სოფელი და ქალაქი.

მსგავსი თემები