მამამ 7 წლის შვილი მოკლა

თურქმა მამაკაცმა  შვილი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა, რადგან ცოლმა განქორწინების შემდეგ მასთან შერიგებაზე უარი თქვა. მამაკაცმა შვიდი წლის ბიჭს ექვსი ჭრილობა მიაყენა და ყელი გამოჭრა.

SHOT-ის ცნობით, ქალი 10 წლის წინ დაქორწინდა თურქ მამაკაცზე და ისინი ქალაქ მერსინში ცხოვრობნენ.  განქორწინების შემდეგ სასამართლომ შვილი დედასთან დატოვა, მაგრამ მამას უფლება მისცა პერიოდულად წაეყვანა. დაახლოებით ერთი წლის წინ,  მამაკაცი ყოფილ მეუღლესთან მივიდა, შვილის ძალით წაყვანა სცადა, ცოლი სცემა და შვილის დახრჩობა დაიწყო. შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და ბიჭის წაყვანის უფლება არ მისცა მამას, თუმცა მისთბვის შვილის ნახვა არ აუკრძალიათ.

ინციდენტის შემდეგ, მამაკაცი თაღლითობისთვის დააპატიმრეს. ის ცოტა ხნის წინ  “შვებულებაში” გაუშვეს (თურქეთში კრიმინალებს, რომლებიც კარგად იქცევიან, დასასვენებლად ორი კვირით წასვლის უფლება აქვთ). და კვლავ მივიდა ყოფილ მეუღლესთან და შაბათ-კვირას წაიყვანა შვილი, თუმცა სახლში აღარ დააბრუნა.

დედა შვილის პოვნას თავად ცდილობდაა. პოლიციამ დედას მაშინ დაურეკა, როცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

„პოლიციას დავუკავშირდი, პროკურატურას მივმართე, მიპასუხეს: „როგორ შეიძლება ასე იფიქრო? მამა შვილს ზიანს არ აყენებს. სადღაც აუცილებლად გამოჩნდებიან და ბავშვს გადმოგცემთ“, – აცხადებს დედა.

მსგავსი თემები