,,უცებ გავიგონეთ ძლიერი გუგუნი, მაგრამ გუგუნი და სახლების წალეკვა ერთი იყო”- სტიქია გურიაში

გურიაში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სტიქიას სამი ადამიანის – თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური  გუჯაბიძის, ასევე თინათინ რუხაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დამეწყრილ მასაში ლანჩხუთის 8 სოფელი და ოზურგეთის 3 სოფელი მოყვა.

„ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ამდენი დღის შემდეგაც გვიჭირს გააზრება. უცებ გავიგონეთ ძლიერი გუგუნი, მაგრამ გუგუნი და სახლების წალეკვა ერთი იყო. ისე დაიღუპა ჩვენი ანგელოზი ბიჭი იურაც. ალბათ გაღვიძებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი… ან ის პატარა ანგელოზი, მართლა ბუთქუჩა. მამას რომ გასტაცა მეწყერმა, როგორ უნდა მოინელოს მისმა მშობელმა, ყველა განაგდურებულები ვართ…“,- ამბობს ადგილობრივი (კომენტარს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს).

მსგავსი თემები