„უნდა შევაჩეროთ ომი“ – შარლ მიშელი

ევროკომისიის პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსული აგრესიის წინაღმდეგ მორიგ გზავნილს ავრცელებს. ევროპელი დიპლომატი კრემლს მიმართავს, შეაჩეროს ომი.

„კრემლი, შეწყვიტე დეზინფორმაციის გავრცელება. სურსათის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და გადაზიდვებს აფერხებს არა სანქციები, არამედ თქვენი ომი უკრაინაში… 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული დაბლოკილია თქვენი ნაღმებითა და თქვენი ომით. უნდა შევაჩეროთ ომი და აღვადგინოთ სურსათის მიწოდების გლობალური ჯაჭვები,“ – აცხადებს შარლ მიშელი.

 

მსგავსი თემები