,,უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება”- რიში სუნაკი

,,უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით,”- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება.

„ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არამარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება, რომ შეძლონ ამ ტექნიკის გამოყენება“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები