დარწმუნებული ვარ, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება – ილია დარჩიაშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, რეფორმების პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე, დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გაწია და იმისთვის, რომ ჩვენი – ყველას მთავარი მზიანი ასრულდეს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემსახურება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები