მეწყერი და მდინარეების ადიდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

ორი დღის განმავლობაში, სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აგვისტოს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი; შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები