„გიგი უგულავას დაკავებასა და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს” – მაია ცქიტიშვილი

„გიგი უგულავას დაკავებას და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს. მართლმსაჯულებას არ აქვს კარგი ან ცუდი დრო, არ შეიძლება იყოს მოსახერხებელი და მოუხერხებელი დრო მართლმსჯასულებისთვის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს დიალოგის ცაშლისთვის იყენებს.

„გიგი უგულავას დაკავებას და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს. მართლმსაჯულებას არ აქვს კარგი ან ცუდი დრო, არ შეიძლება იყოს მოსახერხებელი და მოუხერხებელი დრო მართლმსჯასულებისთვის. სამწუხაროა, რომ მისი აღსრულების დრომ შექმნა განცდა, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკასთან დაკავშირებული. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია იყენებს ამ ფაქტს დიალოგის ჩაშლისთვის. რა თქმა უნდა, შევუერთდები ჩემს კოლეგებს ოპოზიციისკენ მოწოდებაში, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს. მას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

მსგავსი თემები