,,ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები”- ნიკა ჩალაძის მეუღლე

  შოვში, მეწყერში მოყოლილი ნიკა ჩალაძის მეუღლე აცხადებს, რომ ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა. მისი თქმით, სამი დაკარგული მამაკაცი, რომლებიც სოფელ ლაგვანთელიდან იყვნენ, შოვში სამუშაოდ იყვნენ წასულები. ,,მე ვარ ნიკა ჩალაძის მეუღლე, მაგრამ ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა. არასწორია ინფორმაცია. გუბერნატორმა რომ განაცხადა, ალბათ შეცდომით მოხდა. იყო ნახსენები როგორ იცით?! ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, ლაგვანთელი ბიჭები ერთად მოიხსენიებოდნენ და სავარაუდოდ იყო შეცდომით. სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები”, – აცხადებს ჩალაძის მეუღლე.