“ანტითურქული, ქსენოფობიური ამბავი იყო” – ზურა ჯაფარიძე ნამახვანის აქციაზე

28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ აქციას “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ეხმიანება.

ჯაფარიძის თქმით, ჰესის მშენებლობას ეთნიკური ნიშნით ეწინააღმდეგებიან და ქსენოფობიას აქვს ადგილი.

“სოციალური და ეკონომიკური საკითხების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზი არსებობს ამ ქვეყანაში, ამის გამო ბევრი ხალხი ქუჩაში არ გამოდის. სხვა საკითხების გამო გამოდიან. ნამახვანზე მოვუსმინე კომენტარებს, მართლა ეკოლოგიური პრობლემის გამო კი არ იყო, კონკრეტული ანტითურქული, ქსენოფობიური ამბავი იყო, უმეტესობა, სამწუხაროდ, იმის გამო იყო მისული – როგორ შეიძლება თურქებს ამდენი ხნით მისცეთ ქართული მიწაო”, – ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, უკვე 100 დღეზე მეტია ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიგანტური ჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფასა და კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს.

მსგავსი თემები