ორ ქართველ სპორტსმენს აკრედიტაცია ჩამოართვეს და ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს

ოლიმპიური სოფლის თვითნებურად მიტოვებისთვის, ორ ქართველ სპორტსმენს ოპილმპიადის აკრედიტაცია ჩამოართვეს და ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს.

როგორც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერი  მასანორი ტაკაია აცხადებს, ოპილმპიადის მონაწილეებმა დაარღვიეს შინაგანაწესი და სოფელი თვითნებურად დატოვეს.

„ჩვენ მათ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან ვფიქრობთ, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – აცხადებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერი.  

გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური სოფელი ქალაქის დასათვალიერებლად დატოვეს. ისინი ოლიმპიადის გამარჯვებულები, ვერცხლის მედლის მფლობელები არიან.

მსგავსი თემები