„მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ ერთი პაციენტი კრიტიკულია, რამდენიმე კი მძიმე“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„კოვიდ ინფიცირებულ“ პაციენტებთან დაკავშირებით მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რამდენიმე კი მძიმე პაციენტია.

მისივე თქმით კრიტიკულ პაციენტს ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებებიც.

„ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში მკურნალობას გადის 54 „კოვიდინფიცირებული” პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 პაციენტი დადასტურებული შემთხვევით შემოვიდა. ჩვენთან მყოფი პაციენტები არიან მძიმე და საშუალო ტიპი პაციენტები. ასევე, გვყავს უსიმპტომოებიც. რამდენიმე პაციენტი მკურნალობას  რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ერთ-ერთი ქალბატონი  კრიტიკულია, ის დიდი ხანია ჩვენთან მკურნალობს. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქვს პოლიორგანული უკმარისობა და შოკის კლინიკა და კორონავირუსთან ერთად, შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტითა და ბევრი თანმდევი ქრონიკული დაავადებით. ეს ქალბატონი არის საბურთალოს კლასტერი,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ იმპორტირებული და ლილოს კლასტერის შემთხვევები.

„მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ ძირითადად იმპორტირებული შემთხვევებია.  სატვირთო ავტომანქანების მძღოლები და ეგრეთწოდებული ლილოს კლასტერი, ასევე, ყალაჯალირიდან. რაც შეეხება მათ წარმომავლობას, არიან, ძირითადად მძღოლები რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში”

მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები