,,ორი მუხლით არის საქმე აღძრული”- მღებრიშვილი შოვზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული.

მისი თქმით, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს.

,,ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ასე რომ, გამოძიება რა თქმა უნდა, დაწყებულია. ორ მუხლზეა საუბარი ამ ეტაპზე”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები