,,იმ პერიმეტრზე სადაც ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს”- თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილის განცხადებით,  შოვში, იმ პერიმეტრზე, სადაც გარდაცვლილების ცხედრები იქნა ნაპოვნია, სამძებრო სამუშაოების დროს პირადი ნივთები და ტანსაცმელი იპოვეს.

მისივე თქმით, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე.

,,დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე სადაც ეს ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს, ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახნსებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა,  სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანია გარდაცვლილი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი თემები