2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან.

პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა, არც 26 პროცენტი არ არის იდეალური, თუმცა 36 პროცენტთან შედარებით მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის.

დეპუტატის თქმით, დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა უკვე გაცემული სესხები, რომელსაც პროცენტის შემცირება არ ეხება.

„ვმუშაობთ, რომ იქნებ, ეს თანხები რესტრუქტურიზებული იყოს პენსიონერებისთვის, ბანკმა შეღავათი გაუწიოს პენსიონერებს. ადამიანები პენსიას იხდიან, ძირს არაფერი აკლდება მაღალი პროცენტის გამო. გვინდა, რომ ძველ სესხებზე პენსიონერებისთვის შეღავათების მოძებნა მოხდეს, რათა ყოველთვიური შესატანი იმხელა არ იყოს, რომ მათ პენსიის ნაწილი სესხში არ გადაიხადონ და სესხის ძირს მოაკლდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი თემები