,,უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას”- უკრაინის საგარეო

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა  ქართველი ხალხის გვერდით დგას და  ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.

,,15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები