,,ბელარუსი უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიითა და საჰაერო სივრცით”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსში, რუსებთან ერთად სამხედრო ჯგუფების ფორმირება გრძელდება.

უწყების ცნობით, ვოლინისა და პოლესის მიმართულებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

,,ბელარუსის რესპუბლიკა აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას, უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიითა და საჰაერო სივრცით. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსულ-ბელარუსული ჯარების ჯგუფის ფორმირება გრძელდება”, – აცხადებენ გენშტაბში.

 

მსგავსი თემები