“ცოფი საქართველოსთვის ენდემურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში“ – საპრევენციო რეკომენდაციები

“სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს 300 000-მდე ძაღლისა და კატის უფასო ვაქცინაციას. მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან თანამშრომლობა. გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, ცოფის შემთხვევები 70%-მდე შემცირდა, თუმცა, როცა ვამბობთ, რომ ცოფი საქართველოში ენდემურია, ეს ნიშნავს, რომ ცოფის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში“ – ეს განცხადება,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და თბილისში დაფიქსირებული ცოფის ვირუსის ორ შემთხვევაზეც ისაუბრა.

თენგიზ ჩალიგავას ინფორმაციით, ცოფის ვირუსის გავრცელების ერთადერთი საპრევენციო ღონისძიება მხოლოდ და მხოლოდ აცრებია, თუმცა, არის შემთხვევები, როცა, მოსახლეობა სპეციალისტებს ცხოველის აცრაზე უარს ეუბნება, რაც ცოფის გავრცელების რიკს ქმნის.

„მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველამ მოახდინოს ცხოველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ. თითოეული შემთხვევის დროს, ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობს და მასთან ერთად ახდენს  ცხოველების უფასო ვაქცინაცია, რათა არ მოხდეს ცოფის ვურისის გავრცელება. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რომ ყველამ იცოდეს, რომ ეს არის დიდი რისკი და აცრა აუცილებელია. ჩვენი ვეტერინარები, კარ და კარ პრინციპით დადიან ოჯახებში და ცხოველების უფასო ვაქცინაციას ახდენენ. მნიშვნელოვანია დაავადების ელიმინაცია, ვინაიდან, ეს დაავადება ენდემურია. არის შემთხვევები, როცა ჩვენს ვეტერინარებს საშუალებას არ აძლევენ აცრან ცხოველები“ – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.   

რაც შეეხება თბილისში დაფიქსირებული ცოფის ორ შემთხვევას, რესპონდენტის თქმით, ერთი  30 დეკემბერს მოხდა, მეორე კი  მიმდინარე წლის 12 იანვარს.

„ორივე შემთხვევაში, ცხოველი იყო პატრონიანი  და სურსათის ეროვნული სააგენტო საკარანტინო ღონისძიებებში დაუყოვნებლივ ჩაერთო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვეტერინარები ახდენენ დაავადებების საწინააღმდეგო სალიკვიდაციო ღონისძიებებს, კერძოდ, იმ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველებია ვაქცინაციასა, სადაც ცოფი დაფიქსირდა. ასევე, ტერიტორიის შესაბამის დამუშავებას.  პირველ შემთხვევაში პროცესი დასრულდა, მეორე შემხთვევაში კი შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

რაც შეეხება რისკის ჯგუფს, მისივე შეფასებით, მაღალი რისკის ცხოველებს მიეკუთვნება მონადირე ცხოველები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ სხვა ძაღლი და კატა არ არის, რომელიც სახლის პირობებში ცხოვრობს.

მსგავსი თემები