,,სარაკეტო თავდასხმის საფრთხე” – რუსეთში, რადიო და ტელევიზია განგაშის სიგნალებს ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, რუსეთის რეგიონებში რადიო და ტელევიზია მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალებს ავრცელებს.

რადიოსადგურებიდან ისმის ხმა “სარაკეტო თავდასხმის” გაფრთხილებისა და თავშესაფრებში გადასვლის მოწოდებით.

არსებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის სიგნალები გაისმა ვორონეჟის, ბელგოროდისა და კრასნოდარის მხარეში გაისმა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ჰაკერების მიერ, გამაფრთხილებელი სისტემების გატეხვის შედეგია.

მსგავსი თემები