თბილისში, სვანეთის ხევის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, სვანეთის ხევის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს უკიდია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორ სახლშია გაჩენილი.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა, ქარის გამო ხანძრის ძირითადი კერის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ. ასევე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მსგავსი თემები