კენიაში ივანიშვილმა ხეების ამოთხრა იქამდე დაიწყო, სანამ მისი კომპანია ამის ნებართვას მიიღებდა

კენიაში ბიძინა ივანიშვილის უკანონო პროცედურების შესახებ ადგილობრივი გამოცემა Citizen Digital- წერს. სქემა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი დენდროლოგიური პარკისთვის კენიაში ბაობაბების მოთხრისა და საქართველოში ჩამოტანის უფლება მოიპოვა სწორედ ამ გამოცემამ გაშიფრა.

ცნობილი ხდება, რომ კერძო უცხოურმა კომპანიამ ხეების ამოთხრა იქამდე დაიწყო, ვიდრე გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოსგან ამის ნებართვას მიიღებდა. ახლა კილიფის რეგიონის ხელმძღვანელობა სწორედ ამ კორუფციულ სქემას სწავლობს, მაგრამ როგორც სტატიაშია ნათქვამი, გაუგებარია, რატომ გრძელდება ბაობაბების ტრანსპორტირების პროცესი – არის ეს დაუმორჩილებლობა თუ მხარეებს შორის რაიმე საიდუმლო გარიგება არსებობს.

“უცხოურმა კომპანიამ ხეების ამოთხრა გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის მიღებამდე დაიწყო. ამის შემდეგ სააგენტომ სასამართლოს პროცესების შეჩერების მოთხოვნით მიმართა, თუმცა კერძო კომპანიამ შეძლო უკანონოდ მიეღო ლიცენზია. კენიის სატყეო სამსახურს ამ ყველაფრის გარკვევამდე დაევალა შეეჩერებინა ბაობაბების გადაზიდვის პროცესი.

ცალკე განხილვის თემაა თანხა, რომელიც მოსახლეობას ბაობაბებში გადაუხადეს, რადგან გარემოს დამცველები ამტკიცებენ, რომ კომპანიამ ადგილობრივების ექსპლუატირება მოახდინა, მოატყუა ისინი და მრავალწლოვანი ხეები, რაც მათ ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის, უმცირეს თანხად შეისყიდა.

31 ივლისს ბაობაბებით დატვირთულმა ექვსმა სატვირთო მანქანამ მოძრაობის პარალიზება მოახდინა. საინტერესოა, რის საფუძველზე გახდა ეს შესაძლებელი, მაშინ როცა ხელისუფლებამ ამ პროცესს უკანონო უწოდა”, – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები