საფრანგეთთან, საბერძნეთთან და ისრაელთან შრომით მიგრაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამ ქვეყანასთან –   საფრანგეთთან, საბერძნეთთან და ისრაელთან საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი. გარკვეული მოლაპარაკება კვიპროსთანაც მიმდინარეობს. გერმანიისთვისაც ეს არის ერთ-ერთი პილოტური პროექტი, რადგან 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მათ მსგავსი პროგრამების განხორციელება შეწყვიტეს განვითარებადი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანიამ ხელშეკრულება დადო“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, შრომითი მიგრაციის კუთხით, გერმანიასთან შეზღუდვები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ასაკობრივი ბარიერი და ენის საბაზისო დონეზე ცოდნა მაინც.

მსგავსი თემები