საქართველომ ხორბლის მარაგი ამოწურა (ვიდეო)

„ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია, წისქვილკომბინატები გაჩერდებიან. ვითხოვთ კონკურენტულ გარემოს. პრობლემა კი ის არის, რომ ფქვილზე საბაჟო გადასახადი 0 ლარია, ხორბალზე კი 120 დოლარი ერთ ტონაზე.  დაბეგვრა ხორბალსა და ფქვილს შორის განსხვავებულია, ფქვილის სასარგებლოდ. წისქვილ-კომბინატებს არ უღირთ ხორბლის შემოტანა და შესაბამისად, ისინი გაჩერდნენ“ – ეს განცხადება „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

შესაბამისად, ხორბლის იმპორტიორები, მუშაობის გასაგრძელებლად კონკურენტუნარიან გარემოს ითხოვენ.

„ჩვენი განცხადება იყო, რომ მთლიანობაში ქვეყანაში გვინდა, იყოს სწორი კონკურენციის პირობები ხორბლის იმპორტს, გადამუშავებას და ფქვილის იმპორტს შორის. ამ შემთხვევაში იმუშავებს წისქვილკომბინატი. კონკურენტულ ფასად იქნება ფქვილი პურის ქარხნებისთვის. შესაბამისად, ბაზარზე სტაბილურობა იქნება. სამუშაო ჯგუფში ერთადერთ წინადადებას ვაყენებდით – დისბალანსი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაბეგვრები, ანუ საიმპორტო ფასები განსხვავებულია ხორბალსა და ფქვილს შორის, არის მიზეზი, რომ წისქვილკომბინატებს არ უღირთ ფქვილის შემოტანა და ისინი გაჩერდნენ. ყველა თანხმდებოდა, რომ ეს პრობლემა დგას და გადასაწყვეტია, მაგრამ გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით იყო აბსოლუტური სხვადასხვაობა“ – აცხადებს სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“.

სილაგავას განმარტებით, ხორბალზე ბაჟის ე.წ. სარკისებრი მატებას არც მოითხოვენ და დაახლოებით 70%-იც საკმარისია.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს სწორი კონკურენციის პირობები იქნებოდა. ასეთ ვითარებაში ბაზარზე დაბრუნდება ის სიტუაცია, რომელიც  ფქვილისა და ხორბალიც სწორი კონკურენციის პირობებში იყო. ერთნაირი კონკურენციის პირობებში, ადგილობრივ წისქვილკომბნატებს შეუძლიათ 90%-ით იმუშაონ. და სწორედ ეს არის თანაბარი პირობები და სხვა არაფერი“ – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში.“

კითხვაზე, ქვეყანას ხორბლის რა მარაგი გააჩნია, რესპონდენტმა ასე გვიპასუხა: „დღეს, ხორბლის მარაგი ქვეყანაში ფაქტიურად ამოწურულია“.

“ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოიწურა” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები