„როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, მისი ამ მეთოდით შეყვანა მისაღება“ – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი აცხადებს, რომ ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, უნდა გამოქვეყნებულიყო. მისივე თქმით, კადრებში არსად ჩანს პრეზიდენტის თმებით თრევა.    

„როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, ეს სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის. ეს არის მოცემულობა, რასაც თავისი სამართლებრივი ნაწილი გააჩნია. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოატყუეს.  შეიძლება დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა, რაც მისგან სავსებით მოსალოდნელია. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, სად განათავსოს პატიმარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, სად განათავსოს პატიმარი. 

შეგახსნებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურ,ა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც, მას დაახლოებით 6-7 ადამიანი ფეხებსა და მკლავებზე კიდებს ხელს და დაწესებულებაში ძალით შეჰყავს. შემდეგ კი, ციხის საავადმყოფოში იატაკზე აწვენენ, კადრებში ჩანს წელს ზევით შიშველი მესამე პრეზიდენტი.  

მსგავსი თემები