საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 588 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  5 219  პირს დაუდასტურდა, 2 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები