ამ წუთებში, სასამართლო დარბაზში, სადაც ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი იხილება, შესვენება გამოცხადდა. საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი საბოლოო გადაწყვეტლების გამოსატანად გავიდა.
საქმის ძირითადი მოსმენა დასრულებულია. მოსამართლემ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მოუსმინა და რამდენიმე წუთში საკუთარი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
სასამართლო პროცესი 16:00 საათზე დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.