„სამჯერ მოვიდა დედა სოსანა, დადეს სპექტაკლი, აკრიფეს კადრები და შექმნეს კინო“ – მეუფე სტეფანეს საგანგებო განცხადება

ამ წუთებში, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მედიას ხვდება. შეხვედრის ინიციატორი თავად მეუფე გახდა, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, ბოლო პერიოდში ეპარქიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელზეც მეუფემ საუბარი გადაწყვიტა, დედა სოსანა გახდა, რომელიც ეპარქიიდან დაითხოვა. როგორც მეუფე განმარტავს, მან დადგა სპექტაკლი, რომელზეც შემდეგ კინო გადაიღეს.

„მანიპულაციებით, ზოგიერთ ტელევიზიას გამოვყავდი როგორც მონსტრი და დამნაშავე. შემდეგაც გაგრძელდა ეს ტენდენცია, ჩემი მონსტრად გამოყვანის.  ჩემი მხრიდან არავის მიმართ აგრესია არ ყოფილა. ზოგიერთი ადამიანი გადაიყარა და მათ შორის მოხვდა ჟურნალისტიც. ვირტუალური რეალობა არ არის ყოველთვის რეალობა.  თვითონ ამბობდნენ, მე არ მოვიხსენიებ ლოცვებში პატრიარქსო. თუ შენ არ მოიხსენიებ პატრიარქს, ეს კანონიკურად ნიშნავს ამბოხს და განხეთქილების შემოტანას ეკლესიაში და ასეთ დროს სვა გზა არ გვაქვს, უნდა გავცეთ პასუხი. დედა სოსანასთან 2 საათი ვლაპარაკობდი. იმიტომ, რომ მინდოდა გამეგებინებინა კანონიკურად რა შეცდომაში შეიყვანეს ის. მე მას ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება, ირბინოს თავის ჭკუაზე და არც იმის უფლება, რომ აქციებში მიიღოს მონაწილეობა“ – განმარტა მეუფემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებს რომ მას დედაოების წინაშე არავითარი ბრალი არ მიუძღვის და ისინი გარეთ არავის დაუტოვებია.

„ამ გაფრთხილების მერე დემონსტრაციულად წავიდა. მერე რომ არ შევუშვით, დადგა სპექტაკლი. სამჯერ მოვიდა ის იქ, პირველად რომ მოვიდა არ შეუშვეს. შემდეგ მოვიდა მეორეს და დადგა სცენარი. მესამედ რომ მოვიდა, დატოვეს წვიმაში 10 წუთი და მერე მოვიდა ტელევიზიები.  იღებდნენ „საწყალ მონაზვნებს“, რომლებიც გარეთ დატოვეს წვიმაში და არ იციან ღამე როგორ გაათიონ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი. კიდევ ერთხელ მოვიდა დედა სოსანა, რომ აკაკუნებს და ზარს რეკავს. ჩვენ გვითხრეს დედა სოსანაა მოსულიო. მე სასწრაფოდ ვთხოვე გასულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს, სანამ მონასტრამდე მივიდნენ, ის უკვე წავიდა. გარეთ კადრები აიღეს, როგორ აბრახუნებს კარებზე, გააღეთ თქვე დალოცვილებო და ამით შექმნეს კინო, რომელსაც უყურებს ხალხი და გონიათ რომ საწყალი მონაზონი დაიჩაგრა და არ ისიც სად შეჰყოს თავი“ – განმარტავს მეუფე სტეფანე.            

მსგავსი თემები