მე მექნება შესაძლებლობა, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ამ საღამოს განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები და ამ დროს გავაჟღერებ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში განუცხადა, როდესაც ნიკა მელიას საქმეზე დასმულ კითხვას უპასუხა.
ამასთან, მისი თქმით, უფრო მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, შარლ მიშელი თბილისს გუშინ ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მან დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.