იტალიელი ექიმი რობერტო სტელა კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი ექიმი,რობერტო სტელა ვარეზეს პროვინციის ექიმთა კავშირის თავმჯდომარე რობერტო სტელა კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით ის მძიმე მდგომარეობით რამდენიმე დღის წინ იყო ჰოსპიტალიზებული. კერძოდ, ექიმს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. კოლეგებმა მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს  განცხადებით,  კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი თემები