,,დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეზიდენტზე დიდი ზეწოლა იყო და  შემთხვევითი არაა, რომ პრეზიდენტმა შეწყალების მოტივი არ დაასახელა.

,,რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ჩანდა იყო ღიაც და არაღიაც. იმედი გვქონდა ჩვენ, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია, და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიწყალა ვინაიდან განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, რადგან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია, ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები